Thursday, May 25, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა (ჩეკლისტი)

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებლად მასწავლებლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით. შევქმენი ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშოები, ჟურნალი, სქემა, რომელშიც მოსწავლემ დამოუკიდებლად შეასრულოს სავარჯიშო და გამოიმუშაოს თვითრეგულირების უნარი. გეგმის შაბლონში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები.. ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის და მზაობის ბავშვი ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.

მეექვსე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები.
ჩემს კოლეგას შევუფასე და მივეცი კომენტარი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.
ვიუვერში ვწერეთ შეფასების მეთოდისა და ინსტრუმენტის აღწერა,რომელიცწილადების პროექტში იყო. პროექტის გეგმის შაბლონში გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი, ჩემ მიერ შედგენილი შეფასების მიხედვით.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის გამოვიყენე წელიწადის დროები, რომელსაც ადაპტირებას გავუკუთებ და შევქმნი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის.

Saturday, May 20, 2017

მე-5 დღე

ამ მოდულში კოლეგებს, განმავითარებელი რუბრიკით შევუფასეთ პროექტის პრეზენტაცია.
გავეცანით ტესტს საავტორო უფლებების დაცვაზე.
საავტორო უფლებების დასაცავად შევიტანე ინფორმაცია საავტორო უფლებების მარტივ შაბლონში.

გავეცანი სხვადასხვა საავტორო უფლებებს.

Sunday, May 14, 2017

მეოთხე დღე

მე-4 დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: რომ დავადგინო მოსწავლეთა წინარე ცოდნა, საბაზო ცოდნა. დამეხმარა სწორი მიმართულება მივცე პროგრესის მონიტორინგში.
დამეხმარება ცოდნის გაგების გამოყენებაში.
ავაწყვე ჩემი პროექტი, რათა კოლეგებთან წარვადგინო საკუთარი პრეზენტაცია.
ჩემი პროექტის პრეზენტაცია.

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით.
ჩემი პროექტი მოვარგე ეროვნულ სასწავლო გეგმას.
შევიმუშავე ჩემი პროექტის გეგმა.
შევიმუშავე საკვანძო შეკითხვები და ჩემი მიზნები მოვარგე 21-ე საუკუნის მოთხოვნებს.

ტრენინგი დამეხმარა თემის ძირითადი საკითხების წვდომაში.

Sunday, May 7, 2017

მეორე დღე

ამ მოდულმა დამაიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში


პროექტების საშვალებით გამიადვილდება საგნების სწავლება
   პროექტის დაწყებამდე შევქმნი სტატიას.
დამეხმარება სწორად დავგეგმო აქტივობები და სახალისო გავხადო სწავლება.

Saturday, May 6, 2017

პირველი დღე

დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო

ვიმსჯელეთ 21-საუკუნის უნარ-ჩვევებზე

შევქმენით პორტფოლიო

გავხსენით ბლოგი

გავეცანი წიგნის პროექტებით სწავლებას

გავეცანი პროექტის შეფასების რუბრიკებს.