მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა (ჩეკლისტი)
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებლად მასწავლებლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით. შევქმენი ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშოები, ჟურნალი, სქემა, რომელშიც მოსწავლემ დამოუკიდებლად შეასრულოს სავარჯიშო და გამოიმუშაოს თვითრეგულირების უნარი. გეგმის შაბლონში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები.. ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის და მზაობის ბავშვი ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.
გეგმის მიხედვით მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელებისა ან საკუთარი თავის შეფასება. შეფასების ფორმები ემყარება დავალების განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.
ReplyDelete